ბასილაშვილი „უიმბლდონზე“ მე-18 ნომერი იქნება
ბასილაშვილი „უიმბლდონზე“ მე-18 ნომერი იქნება

„დიდი სლემის“ რიგით მესამე ტურნირის, „უიმბლდონის“ ორგანიზატორებმა მამაკაცთა და ქალთა ტურნირების განთესილთა სია გამოაქვეყნეს. მამაკაცთა ძირითად ბადეში ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი მე-18 ნომერი იქნება.

მართალია, ბასილაშვილი მსოფლიოს კლასიფიკაციაში მე-16 ნომერია, მაგრამ ორით დაბალი განთესვის ნომერი ერგო. საქმე ისაა, რომ უიმბლდონის განთესვა არ ემთხვევა ATP-ის კლასიფიკაციას, რადგან ინგლისური ტურნირის ორგანიზატორები ითვალისწინებენ ბალახის კორტებზე ნაჩვენებ შედეგებს და ჩოგბურთელთა ძველ მიღწევებს უიმბლდონზე. მაგალითად, ამის გამო, მსოფლიოს მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალი უფრო ქვემოთაა განთესილთა სიაში, ვიდრე მესამე ჩოგანი როჯერ ფედერერი.

მამაკაცთა ტურნირის განთესილთა სია სრულად ასე გამოიყურება:

1. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ), 2. როჯერ ფედერერი (შვეიც), 3. რაფაელ ნადალი (ესპანეთი), 4. კევინ ანდერსონი (ს. აფრ), 5. დომინიკ ტიმი (ავსტრია), 6. ალექსანდრ ზვერევი (გერ), 7. სტეფანოს ციციპასი (საბ), 8. კეი ნიშიკორი (იაპ), 9. ჯონ ისნერი (აშშ), 10. კარენ ხაჩანოვი (რუს), 11. დანიილ მედვედევი (რუს), 12. ფაბიო ფონინი (იტა), 13. მარინ ჩილიჩი (ხორ), 14. ბორნა ჩორიჩი (ხორ), 15. მილოშ რაონიჩი (კან), 16. გაელ მონფილსი (საფ), 17. მატეო ბერეტინი (იტა), 18. ნიკოლოზ ბასილაშვილი (საქ), 19. ფელიქს ოჟე-ალიასიმი (კან), 20. ჟილ სიმონი (საფ), 21. დავიდ გოფენი (ბელ), 22. სტენ ვავრინკა (შვეიც), 23. რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპ), 24. დიეგო შვარცმანი (არგ), 25. ალექს დე მინორი (ავსტრა), 26. გვიდო პეია (არგ), 27. ლუკა პუიე (საფ), 28. ბენუა პერი (საფ), 29. დენის შაპოვალოვი (კან), 30. კაილ ედმუნდი (ბრიტ), 31. ლასლო ჯერე (სერ), 32. დუშან ლაიოვიჩი (სერ).