დღეს ბულგარეთში დაიწყო სოფიის ღია პირველობა ჩოგბურთში. მსოფლიო რეიტინგის 39-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ წრეში 149-ე ჩოგან შვეიცარიელ მარკ-ანდრია ჰუსლერთან 3-სეტიან შეხვედრაში დამარცხდა (1:6 6:4 6:7).
ამ წაგებით ქართველმა ჩოგბურთელმა მოუგებელი სერია კიდევ გაახანგრძლივა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, ნიკოლოზს ათი მატჩი ისე ჰქონდა წაგებული, რომ ერთ სეტშიც არ მოუპოვებია გამარჯვება. ამჯერად მან სეტის მოგება შეძლო და იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალში მთლიანად შეხვედრებსაც მოიგებს.