ბასილაშვილი სეტისა და მატჩის მოგებას სოფიას ღია პირველობაზე შეეცდება
მსოფლიო რეიტიგის 39-ე ნომერი, ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი სოფიას ღია პირველობაზე იასპარეზებს. იგი პირველ წრეში იტალიელ სტეფანო ტრავალიას (74-ე ჩოგანი) შეხვდება. გათამაშების საპრიზო ფონდი 586 140 ევროს შეადგენს.
შეგახსენებთ,რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, ნიკოლოზს ათი მატჩი ისე აქვს წაგებული, რომ ერთ სეტშიც არ გაუმარჯვია.
ბასილაშვილმა სოფიაში შარშანაც იასპარეზა, მაგრამ სამწუხაროდ ადრევე დაასრულა გამოსვლა. საქართველოს პირველი ჩოგანი გერმანელ დანიელ ბრანდსთან 6:7 (7:9), 5:7 დამარცხდა.
ბასილაშვილის შეხვედრა ხვალ, 9 ოქტომბერს გაიმართება და იმედი ვიქონიოთ, რომ ნიკოლოზი ჯერ სეტის, ხოლო შემდეგ შეხვედრის მოგებასაც შეძლებს.