ბასილაშვილი რუბლევთან სამ სეტში დამარცხდა #1TVSPORT
ბასილაშვილი რუბლევთან სამ სეტში დამარცხდა #1TVSPORT

გერმანიაში, ქალაქ ჰალეში მიმდინარე ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი ნახევარფინალში რუს ანდრეი რუბლევს დაუპირისპირდა.

ქართველი ჩოგბურთელი რეიტინგში 30-ე ადგილს იკავებს, რუსი სპორტსმენი კი სიაში მეშვიდეა.

პირველი სეტი ანდრეი რუბლევის უპირატესობით წარიმართა და 6:1 დასრულდა. მეორე სეტში ნიკოლოზ ბასილაშვილმა თამაშის შემობრუნება მოახერხა და მეტოქეს 6:3 მოუგო. თუმცა, მესამე სეტში უპირატესობა კვლავ რუბლევმა მოიპოვა და 6:3 გაიმარჯვა.

ანდრეი რუბლევი-ნიკოლოზ ბასილაშვილი 2:1 (6:1, 3:6, 6:3).

ბასილაშვილი და რუბლევი ერთმანეთს ხუთჯერ დაუპირისპირდნენ და ანგარიში 3:2-ია რუსი ჩოგბურთელის სასარგებლოდ.