პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ ორშაბათს, ტრადიციულად, განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. ზედიზედ მესამე კვირაა, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა წინსვლა მოახერხა. ამჯერად მან ოთხი პოზიცია მოიგო და 75-ე ადგილზეა.
გასულ კვირაში ბასილაშვილმა ბუდაპეშტის ტურნირზე ითამაშა, ორ-ორ სეტში მოუგო იტალიელ პაოლო ლორენცისა და კანადელ დენის შაპოვალოვს და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც იტალიელ ანდრეას სეპისთან წააგო.
ამ კვირაში ბასილაშვილი სტამბოლში ითამაშებს. თურქულ ტურნირზე ქართველი მერვე ნომრად იქნება განთესილი.
რაც შეეხება ATP-ის რეიტინგის პირველ ათეულს, ის ამგვარად გამოიყურება:
1(1). რაფაელ ნადალი (ესპ) – 8 770
2(2). როჯერ ფედერერი (შვეიც) – 8 670
3(4). ალესანდრ ზვერევი (გერ) – 5 195
4(3). მარინ ჩილიჩი (ხორ) – 4 985
5(5). გრიგორ დიმიტროვი (ბულ) – 4 950
6(6). ხ-მ. დელ პოტრო (არგ) – 4 470
7(7). დომინიკ ტიმი (ავსტრია) – 3 545
8(8). კევინ ანდერსონი (ს. აფრ) – 3 390
9(9). ჯონ ისნერი (აშშ) – 3 125
10(10). დავიდ გოფენი (ბელ) – 3 020