ორშაბათს, ტრადიციულად, განახლდა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის რეიტინგი.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ქალაქ მეცის ტურნირის მეოთხედფინალამდე მიაღწია, კლასიფიკაციაში ოთხსაფეხურიანი ვარდნა ჰქონდა – 31-დან 35-ე ადგილამდე ჩამოქვეიდა.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა მეცში ორი რაუნდი გაიარა და მეოთხედფინალში სამ სეტში წააგო იაპონელ კეი ნიშიკორისთან. საბოლოოდ, მეცის ტურნირი ფრანგმა ჟილ სიმონმა მოიგო.
რაც შეეხება ტოპ-ათეულს, იქ ერთი ცვლილება მოხდა – სანკტ-პეტერბურგის ტურნირის მოგების შემდეგ, მერვედან მეშვიდე ადგილზე გადავიდა დომინიკ ტიმი.
ATP. TOP10
1(1). რაფაელ ნადალი (ესპ) – 8 760
2(2). როჯერ ფედერერი (შვეიც) – 6 900
3(3). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) – 6 445
4(4). ხუან-მარტინ დელ პოტრო (არგ) – 5 980
5(5). ალესანდრ ზვერევი (გერ) – 4 890
6(6). მარინ ჩილიჩი (ხორ) – 4 715
7(8). დომინიკ ტიმი (ავსტრია) -3 825
8(7). გრიგორ დიმიტროვი (ბულ) – 3 755
9(9). კევინ ანდერსონი (ს. აფრ) – 3 595
10(10). ჯონ ისნერი (აშშ) – 3 470