ბასილაშვილი მომდევნო კვირას მერსედესის თასზე ითამაშებს
ბასილაშვილი მომდევნო კვირას მერსედესის თასზე ითამაშებს

როლან გაროსის ტურნირით სრულდება გრუნტის სეზონი და ორშაბათიდან, ჩოგბურთელები ბალახის კორტებზე გადავლენ და დაიწყება სამკვირიანი მზადება უიმბლდონის ტურნირისთვის.

ბალახის სეზონის პირველი ორი ტურნირი ჰოლანდიის ჰერტოგენბოშსა და გერმანიის შტუტგარტში გაიმართება. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანიაში “მერსედესის თასზე” თამაში ამჯობინა. ის შტუტგარტში მეოთხე ნომრად იქნება განთესილი და პირველ წრეს გამოტოვებს. მეორე რაუნდში ქართველის მეტოქე უნდა იყოს უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩსა და ესპანელ ხაიმე მუნარს შორის მოგებული.

შტუტგარტის ტურნირზე განთესილებში ასევე არიან: 1. ალექსანდრ ზვერევი (გერმანია), 2. კარენ ხაჩანოვი (რუსეთი), 3. დანიილ მედვედევი (რუსეთი), 5. გაელ მონფილსი (საფრანგეთი), 6. მილოშ რაონიჩი (კანადა), 7. ფელიქ ოჟე-ალიასიმი (კანადა), 8. დენის შაპოვალოვი (კანადა).

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი წარუმატებლად გამოვიდა როლან გაროსზე – მან პირველივე წრეში წააგო არგენტინელ ხუან-იგნასიო ლონდეროსთან.