ბასილაშვილი მაიამის მასტერსს საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა #1TVSPORT
საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერსის კვალიფიკაციის ნახევარფინალში რეიტინგში 164-ე ადგილზე მყოფ ბრაზილიელ ფელიპე მელიგენი ალვეშთან სამ სეტში 4:6, 6:1, 1:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
მაიამის მასტერსის საპრიზო ფონდი 8 800 000 დოლარია, ხოლო ტურნირის გამარჯვებული 1000 სარეიტინგო ქულას მიიღებს. შეგახსენებთ, რომ პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის რეიტინგში (ATP) ბასილაშვილი 446 ქულით 132-ე ადგილს იკავებს.