შანხაის „მასტერსზე“ ყველა მერვედფინალისტი გამოვლინდა. შესაბამისად, გაირკვა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე მერვედფინალურ ეტაპზე. ეს არის ტურნირზე მეოთხე ნომრად განთესილი ავსტრიელი დომინიკ ტიმი. მან ორ სეტში დაამარცხა ესპანელი პაბლო კარენიო-ბუსტა – 7:6(3), 6:3.
ბასილაშვილი და ტიმი პროფესიულ ტურში აქამდე ერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს და ის მატჩი ქართველმა მოიგო – 6:4, 6:4. ეს მოხდა 2017 წელს, ბულგარეთის ტურნირზე. ის შეხვედრა ჰარდის საფარზე გაიმართა.
ბასილაშვილისა და ტიმის მატჩი ხუთშაბათს, თბილისის დროით 13 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
მერვედფინალური წყვილები ასე გამოიყურება:
ნოვაკ ჯოკოვიჩი (1)-ჯონ ისნერი (16)
სტეფანოს ციციპასი (6)-ჰუბერტ იურკაში
დანიილ მედვედევი (3)-ვასეკ პოსპიშილი
ფაბიო ფონინი (10)-კარენ ხაჩანოვი (7)
რობერტო ბაუტისტა აგუტი (8)-მატეო ბერეტინი (11)
დომინიკ ტიმი (4)-ნიკოლოზ ბასილაშვილი (15)
ალექსანდრ ზვერევი (5)-ანდერი რუბლიოვი
როჯერ ფედერერი (2)-დავიდ გოფენი (13)