უიმბლდონის შემდეგ, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.
არაფერი შეცვლილა ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის, რომელიც ლონდონში მეორე წრეში დამარცხდა. მან ტურნირი მე-16 ნომრის რანგში დაიწყო და ახლაც ამავე პოზიციაზე იმყოფება.
ამ კვირას, მამაკაცთა ტურში სამი ტურნირი იმართება – ნიუპორტში (აშშ), უმაგსა (ხორვატია) და ბაშტადში (შვედეთი). ბასილაშვილს არცერთში არ აქვს განაცხადი შეტანილი, მომდევნო კვირას კი ქართველს სერიოზული ამოცანის გადაჭრა მოუწევს – ჰამბურგის AP500-ის ტურნირზე შარშან მოპოვებული ტიტული უნდა დაიცვას.
უიმბლდონის შემდეგ, ATP-ის რეიტინგის ტოპ-ათეულში განსაკუთრებული ცვლილებები არ მომხდარა:
ATP. TOP10
1(1). ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 12 415
2(2). ნადალი (ესპანეთი) – 7 945
3(3). ფედერერი (შვეიცარია) – 7 460
4(4). ტიმი (ავსტრია) – 4 595
5(5). ა. ზვერევი (გერმანია) – 4 325
6(6). ციციპასი (საბერძნეთი) – 4 045
7(7). ნიშიკორი (იაპონია) – 4 040
8(9). ხაჩანოვი (რუსეთი) – 2 890
9(10). ფონინი (იტალია) – 2 785
10(13). მედვედევი (რუსეთი) – 2 625