ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსზე ითამაშებს
ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსზე ითამაშებს

7 მარტიდან ამერიკის მასტერსების სერია ინდიან უელსის მასტერსით დაიწყება, რომელიც ამ ეტაპზე ცნობილია, როგორც BNP Paribas Open. ასპარეზობა ჰარდის ღია კორტებზე გაიმართება.

ინდიან უელსის ძირითადი ბადის შეხვედრები 7-17 მარტს გაიმართება. ჩვენი თანამემამულის, ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი წრის მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.
BNP Paribas Open იმართება ინდიან უელსის საჩოგბურთო ბაღში, სადაც 29 კორტია განთავსებული, თუმცა მათგან სათამაშოდ მხოლოდ 17-ს იყენებენ.

11 სამატჩო კორტია, ხოლო 6 – სავარჯიშო.

პირველი კორტი 16 100 ადამიანს იტევს.
მეორე – 8 000.

ტურნირი დაარსდა – 1976 წელს.

ინდიან უელსის მასტერსის ტურნირის დირექტორი წარსულში ცნობილი გერმანელი ჩოგბურთელი ტომი ჰაასია.

ტურნირის საპრიზო ფონდია – 9 314 875 $.

ყველაზე მეტჯერ ინდიან უელსი მოუგიათ – როჯერ ფედერერს და ნოვაკ ჯოკოვიჩს (5-5ჯერ)
ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი – როჯერ ფედერერი 2017-ში 35 წლის.
ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი – ბორის ბეკერი 1987-ში 19 წლის.
ყველაზე მეტი შეხვედრა მოიგო – როჯერ ფედერერმა 62.