ბასილაშვილი განახლებულ რეიტინგში 35-ე ადგილზეა, ათეულში ცვლილებები არ მომხდარა #1TVSPORT
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი განახლებულ რეიტინგში 35-ე ადგილს იკავებს. კალიარის ტურნირზე ნახევარფინალში გასვლის გამო, იგი სიაში ერთი ადგილით დაწინაურდა.
რეიტინგის საუკეთესო ათეულში ცვლილებები არ მომხდარა. სათავეში კვლავ სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია 11873 ქულით, მეორე ადგილს რუსი დანილ მედვედევი იკავებს (9850), მესამეზე კი ესპანელი რაფაელ ნადალია (9490).
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე-კარლოს მასტერსის პირველი წრის შეხვედრაში ხვალ, 13 აპრილს სერბ ფილიპ კრაინოვიჩს დაუპირისპირდება. მასთან ურთიერთშეხვედრებში ქართველი წინ არის – 2:1, თუმცა, ბოლოს ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს 2015 წელს შეხვდნენ. კრაინოვიჩის დამარცხების შემთხვევაში, ბასილაშვილს მეორე წრეში კლასიფიკაციის მეორე ნომერს, რუს დანილ მედვედევს შეხვდება, რომელიც პირველ წრეში თავისუფალია.
წელს, მონტე კარლოს მასტერსზე ითამაშებენ სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ესპანელი რაფაელ ნადალი. ისინი წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან.