ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში ერთი ადგილით დაწინაურდა
ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში ერთი ადგილით დაწინაურდა

გასულ კვირას, ჩინეთის ქალაქ ჩენგდუს ტურნირზე წარუმატებელი გამოსვლის მიუხედავად, ATP-ის ახალ რეიტინგში წინსვლა აქვს ქართველ ჩოგბურთელს ნიკოლოზ ბასილაშვილს. ის მეორე წრიდან ჩაება ტურნირში და ორ სეტში დამარცხდა ამერიკელ სემ კუერისთან.

ბასილაშვილი განახლებულ კლასიფიკაციაში ერთი საფეხურთის მაღლა ავიდა და მსოფლიოს 34-ე ჩოგანი გახდა. მას 1257 ქულა აქვს.

ქართველს ჩოგბურთელი ამ კვირას პეკინის ტურნირში ჩაებმება. ცნობილია მისი მეტოქე პირველ წრეში – ამერიკელი ჯეკ სოკი, რომელიც მეექვსე ნომრად არის განთესილი.

ეს ჩოგბურთელები ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ღიაზე შეხვდნენ ერთმანეთს და დაპირისპირება ბასილაშვილმა ოთხი სეტში მოიგო – 4:6, 6:3, 6:2, 7:6(3).