ბასილაშვილი დოჰას ტურნირის მეოთხედფინალშია და იქ როჯერ ფედერერს ელოდება #1TVSPORT
ბასილაშვილი დოჰას ტურნირის მეოთხედფინალშია და იქ როჯერ ფედერერს ელოდება #1TVSPORT

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირზე მეორე წრის ბარიერიც გადალახა და მეოთხედფინალში გავიდა. ამჯერად, მან ძალიან იოლად დაამარცხა ტუნისელი მალიკ ჟაზირი – 6:2, 6:2. ამისთვის ნიკას მხოლოდ საათი და 17 წუთი დასჭირდა.

ბასილაშვილის უპირატესობა პირველი სეტის სტარტიდანვე გამოიკვეთა და მალე მან ორმაგი ბრეიკით 5:1 წაიყვანა ანგარიში. მართალია, ჟაზირიმ ერთი უკუბრეიკი შეასრულა, მაგრამ იქვე ნიკამ სეტში მესამე ბრეიკიც აიღო და პარტიებში დაწინაურდა.

მეორე სეტიც ზუსტად იგივე სცენარით განვითარდა – ისევ 5:1 წინ გასვლა, ისევ ჟაზირის უკუბრეიკი და ბასილაშვილის ბრეიკით დასრულებული მატჩი.

ქართველმა შესანიშნავად ითამაშა პირველ მოწოდებაზე – მხოლოდ ხუთი ქულა დათმო, 15 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ექვსი შანსი გამოიყენა.

მეოთხედფინალში ბასილაშვილის მეტოქე შვეიცარიელი როჯერ ფედერერისა და ბრიტანელი დანიელ ევანსის მატჩში გაირკვევა.