ავსტრალიის ღია პირველობის ოფიციალურ ვებგვერდზე პირველი ორი სათამაშო დღის განრიგი გამოქვეყნდა.
მსოფლიოს 61-ე ჩოგანი, ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი „დიდი სლემის“ პირველ ტურნირში ორშაბათიდან ჩაერთვება. მისი მატჩი 27 წლის ავსტრიელის ჯერალდ მელცერის (მე-100 ჩოგანი) წინააღმდეგ ნომერ მე-5 კორტზე დანიშნეს. მატჩის დაწყების სავარაუდო დრო თბილისის დროით დილის 07:30 საათია.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი და მელცერი2014 წელს, სამარყანდის „ჩელენჯზე“ შეხვდნენ ერთმანეთს და ავსტრიელმა ორ სეტში – 6:4, 6:1 მოიგო.