ბასილაშვილი დღეს საფრანგეთის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ბადეში ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს საფრანგეთის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ბადეში ითამაშებს. ქართველის მეტოქე 21 წლის იტალიელი ჯულიო ძეპპიერი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 129-ე ნომერია. ბასილაშვილი მას კარიერაში პირველად დაუპირისპირდება.
წარმატებული თამაშის შემთხვევაში ნიკოლოზი კვალიფიკაციის მე-2 წრეში ჟოაო სოუზასა და სანტიაგო როდრიგეს ტავერნას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
2022 წელს ქართველი ჩოგბურთელი როლან გაროსის ძირითად ბადეში იყო, სადაც ამერიკელ მაქსიმ კრესის 3:6, 2:6, 7:6 (10:8), 6:4, 6:4 სძლია, შემდეგ კი ასევე ამერიკელ მაკკენზი მაკდონალდთან 3:6, 1:6, 4:6 დამარცხდა.
31 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) მიერ დღეს გამოქვეყნებულ რეიტინგში 217-ე საფეხურზე იმყოფება.