ნიკოლოზ ბასილაშვილი ოთხშაბათს, მეორე მატჩს ჩაატარებს დუბაის ATP500-ის ტურნირზე. მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელი შეხვდება გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს, რომელმაც სამშაბათს, პირველ წრეში მოულოდნელად დაამარცხა ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტი – 7:6(2), 7:5.
ბასილაშვილი და შტრუფი პროფესიულ ტურში ერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს – შარშან, მონრეალის „მასტერსის” პირველ წრეში ქართველმა სამ სეტში მოიგო – 2:6, 6:2, 6:3. ასევე ეს ჩოგბურთელები „ჩელენჯერის“ ტურნირებზე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს – ერთხელ ბასილაშვილმა მოიგო, მეორეჯერ – შტრუფმა. ასე რომ, საერთო ჯამში, ქართველსა და გერმანელს შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიშია 2:1 ბასილაშვილის სასარგებლოდ.
მატჩი თბილისის დროით 17 საათზეა ჩანიშნული.