ბასილაშვილი და ალბოტი უიმბლდონის წყვილთა თანრიგის მერვედფინალში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო დუეტს დაუპირისპირდებიან #1TVSPORT
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს უიმბლდონის ტურნირზე მოლდოველ რადუ ალბოტთან ერთად წყვილთა თანრიგის მერვედფინალურ შეხვედრას ჩაატარებს.
ქართულ/მოლდოვური დუეტი მეოთხედფინლაში გასასვლელედ კოლუმბიურ წყვილს – კაბალი/ფარაჰს შეხვდება.
ბასილაშვილი/ალბოტის დღევანდელი მეტოქეები ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ცნობილი და ძლიერი წყვილია. ისინი ტურნირზე მეექვსე ნომრად არიან განთესილები. 2019 წელს კი მსოფლიო რეიტინგის სათავეში იყვნენ.
შეხვედრა თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშივილი უიმბლდონIს ერთეულთა თანრიგს უკვე გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი მესამე წრეში რეიტინგში 104-ე ადგილზე მყოფ ნიდერლანდელ ტიმ ვან რეიტჰოვენთან სამ სეტში დამარცხდა.