ინდიან უელსის მასტერსის შემდეგ, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.
ერთი ადგილი დაკარგა ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა – ის მე-19 ჩოგანი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი წარუმატებლად გამოვიდა ინდიან უელსში, სადაც წააგო პირველივე შეხვედრა ინდოელ გუნესვარანთან.
ცვლილებები მოხდა ტოპ-ათეულში. მაგალითად, ინდიან უელსში ტრიუმფის წყალობით, მსოფლიოს მეოთხე ნომერი გახდა ავსტრიელი დომინიკ ტიმი.
1(1). ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 10 990
2(2). ნადალი (ესპანეთი) – 8 725
3(3). ა. ზვერევი (გერმანია) – 6 630
4(8). ტიმი (ავსტრია) – 4 755
5(4). ფედერერი (შვეიცარია) – 4 600
6(7). ნიშიკორი (იაპონია) – 4 235
7(6). ანდერსონი (ს. აფრიკა) – 4 115
8(5). დელ პოტრო (არგენტინა) – 3 585
9(9). ისნერი (აშშ) – 3 485
10(10). ციციპასი (საბერძნეთი) – 3 160