პროფესიულმა საჩოგბურთო ასოციაციამ (ATP) ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც მნიშვნელოვანი ვარდნა აქვს ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს.
ის გასულ კვირას ნიუ იორკის ტურნირში მონაწილეობდა და პირველივე წრეში დამარცხდა ისრაელის წარმომადგენელ დუდი სელასთან. ხოლო ამგვარი ვარდნა იმან გამოიწვია, რომ შარშან ამ დროს ბასილაშვილმა დელრეი ბიჩის ტურნირის ფინალამდე მიაღწია და გასულ კვირას ვერ შეძლო მაშინ მოპოვებული ქულების დაცვა.
ბასილაშვილს ახლა 686 ქულა აქვს და 77-ე ჩოგანია. წინა კვირას ის კლასიფიკაციის 61-ე ნომერი იყო.