„ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი - კლუბის გახსნის კონკრეტულ ვადას ვერ გვეუბნებიან, თუმცა საუბარი არ არის თვეებზე, საუბარია დღეებზე
„ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი - კლუბის გახსნის კონკრეტულ ვადას ვერ გვეუბნებიან, თუმცა საუბარი არ არის თვეებზე, საუბარია დღეებზე

გვითხრეს, რომ კლუბი გაიხსნება, თუმცა კონკრეტულ ვადას ვერ გვეუბნებიან, – ამის შესახებ კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ტატო გეთიამ განაცხადა.

მისი თქმით, შსს-სგან მიიღეს ინფორმაცია, რომ კლუბში კვლავ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„აქ არ არის საუბარი თვეებზე, საუბარია დღეებზე. ჩვენ გვაქვს ყოველთვიური ხელფასები გადასახდელი, ასევე ქირა, ასე რომ ზარალი იქნება ძალიან დიდი. ყოველდღიურად იზრდება ზარალის რაოდენობა“, – განაცხადა ტატო გეთიამ.

​ამასთან, როგორც კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ კლუბ „ბასიანში“ შესასვლელად შესაბამისი საფუძველი იყო.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამისთვის არ იყო საკმარისი საფუძველი. ჩემი აზრით, იყო გზები, რომ ეს ყველაფერი თავიდან აგვეცილებინა. შეიძლებოდა ნაკლებად დემონსტრაციულად ჩაეტარებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადა ტატი გეთიამ.