ბაშარ ასადმა თავდაცვის მინისტრი შეცვალა
ბაშარ ასადმა თავდაცვის მინისტრი შეცვალა

სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა თავდაცვის მინისტრი შეცვალა.

ახალი მინისტრი გენშტაბის უფროსი აბდულა აიუბაა, რომელმაც პოსტზე ფაჰედ ფრეიჯი შეცვალა.

ამის შესახებ სირიის სახელისუფლებო სააგენტო „სანა“ იუწყება.

ამას გარდა, შეიცვალნენ ინდუსტრიისა და ინფორმაციის მინისტრები.

სააგენტოს ცნობით, ეს 2018 წელს ბაშარ ალ-ასადის პირველი განკარგულებაა.