WSJ - ბაშარ ასადმა იდლიბის პროვინციაზე შეტევისას ქლორინის გამოყენების ნებართვა გასცა
WSJ - ბაშარ ასადმა იდლიბის პროვინციაზე შეტევისას ქლორინის გამოყენების ნებართვა გასცა

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ამბოხებულების მიერ კონტროლირებად იდლიბის პროვინციაზე შეტევისას ქლორინის გამოყენების ნებართვა გასცა.

ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჯერ არ აქვს განსაზღვრული საპასუხო ზომები, თუმცა პენტაგონი სამხედრო მოქმედების ვარიანტებს განიხილავს.

ამავე დროს, გამოცემას ტრამპის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ ვაშინგტონს ასევე პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტრუმენტები გააჩნია ადადის „უგუბურ და საშიშ ნაბიჯებზე“ საპასუხოდ. The Wall Street Journal-ი აღნიშნავს, რომ იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენებას აშშ-მა შესაძლოა, სირიელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებით უპასუხოს.

იდლიბი სირიის ბოლო პროვინციაა, რომლის უმეტესი ნაწილი შეიარაღებული ოპოზიციისა და სხვადასხვა ისლამისტური დაჯგუფებების კონტროლის ქვეშაა.

შგახსენებთ, გასულ კვირას დონალდ ტრამპი სირიის პრეზიდენტს იდლიბში სისხლისღვრის შემთხვევაში მასშტაბური დარტყმით დაემუქრა.