ბაშარ ასადი პირობას დებს, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილზე კონტროლს ძალის გამოყენებით დაამყარებს
ბაშარ ასადი პირობას დებს, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილზე კონტროლს ძალის გამოყენებით დაამყარებს

სირიის პრეზიდენტი პირობას დებს, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილზე კონტროლს ძალის გამოყენებით დაამყარებს. ეს განცხადება ბაშარ ასადმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

„ჩვენ უკვე ავირჩიეთ ჩვენი გზა. პირველ რიგში ეს არის ქვეყნის გაერთიანება. ხოლო მეორე – ტერიტორიებზე თავდასხმა. იერიშს მივიტანთ, თუ ისინი არ დაგვნებდებიან ან უარს იტყვიან. ჩვენ შევებრძოლებით მეამბოხეებს. ეს არ არის საუკეთესო არჩევანი, თუმცა ქვეყანაზე კონტროლის დამყარების სხვა საშუალება არ გვაქვს“, – განაცხადა ბაშარ ასადმა.

შეგახსნებთ, სირიის ჩრდილოეთ ნაწილს ამჟამად თურქეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. სირიის ამ ნაწილში იმყოფებიან ამერიკელი სამხედროებიც.

ამავე ინტერვიუში ასადმა განაცხადა რომ, ის არ მისცემს უფლებას დასავლეთის სახელმწიფოებს და მათ მიერ დაფუძნებულ ფონდებს, მონაწილეობა მიიღონ სირიის აღდგენაში.

„ჩვენ საკმარისად ძლიერები ვართ, რომ ქვეყანა თავად აღვადგინოთ. თუ ფული დაგვჭირდება, საზღვარგარეთ მცხოვრები სირიელებისგან ვისესხებთ“, – განაცხადა ინტერვიუში სირიის პრეზიდენტმა.