ბაშარ ასადი აცხადებს, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანს სირიის ტერიტორიის ნაწილისა და მისი ბუნებრივი სიმდიდრის მიტაცება სურს
ბაშარ ასადი აცხადებს, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანს სირიის ტერიტორიის ნაწილისა და მისი ბუნებრივი სიმდიდრის მიტაცება სურს

ბაშარ ასადი აცხადებს, რომ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს სირიის ტერიტორიის ნაწილისა და მისი ბუნებრივი სიმდიდრის მიტაცება სურს. ამის შესახებ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა იდლიბის პროვიცნიაში სირიელი სამხედროების მონახულებისას განაცხადა. მის განცხადებას სააგენტო „სანა“ ავრცელებს.

„თურქეთის პრეზიდენტმა მოპარა სირიას მისი ნავთობი და ხორბალი, გაიტანა საწარმოები ალეპოდან, ახლა კი, ერდოღანს სურს სირიის მიწის ნაწილის მიტაცება მისი ბუნებრივი სიმდიდრეებით“, – განაცხადა ასადმა.

ამასთან, ბაშარ ასადმა აღნიშნა, რომ იდლიბისთვის ბრძოლა სირიის მთელ ტერიტორიაზე ქაოსის დასრულების საფუძველია.

შეგახსენებთ, სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეჩერების ვადა დღეს საღამოს იწურება. თურქეთმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ქმედებები 9 ოქტომბერს დაიწყო. ანკარაში აცხადებენ, რომ თუ აღნიშნულ ტერიტორიას ქურთთა შენაერთები არ დატოვებენ, ოპერაციას განაახლებს.