ბარსელონაში ტაქსის მძღოლები საზღვრების, სარკინიგზო სადგურებისა და აეროპორტების ბლოკირებით იმუქრებიან
ბარსელონაში ტაქსის მძღოლები საზღვრების, სარკინიგზო სადგურებისა და აეროპორტების ბლოკირებით იმუქრებიან

ბარსელონაში ტაქსის მძღოლები საზღვრების, სარკინიგზო სადგურებისა და აეროპორტების ბლოკირებით იმუქრებიან. კატალონიის გარდა, ტაქსის მძღოლების გაფიცვა გრძელდება მადრიდში. გაფიცულ კოლეგებს მხარდაჭერა გამოუცხადეს მალაგაში, ვალენსიაში, ალიკანტეში, სევილიასა და ბილბაოშიც.

ტაქსის მძღოლები აცხადებენ, რომ რადიკალურ ზომებს იმ შემთხვევაში მიმართავენ, თუ მთავრობა მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს და Uber-ისა და Сabify-ის აპლიკაციით მოსარგებლე მძღოლებისთვის ლიცენზიების გაცემას არ შეაჩერებს.

თუ დღეს მთავრობის წარმომადგენლებთან დაგეგმილი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდება, გაფიცვის მონაწილეები მასშტაბური საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებიან. მათი თქმით, ისინი საფრანგეთის საზღვარს ჩახერგავენ ან ბარსელონის პორტის გზას დაბლოკავენ.

ტაქსის მძღოლები ბარსელონაში ორი დღის წინ გაიფიცნენ. მოგვიანებით მათ შეუერთდნენ მადრიდელი კოლეგებიც. შედეგად, ესპანეთის რამდენიმე აეროპორტში ტაქსების დეფიციტი შეიქმნა.