„ბარსელონაში“ რასისტული სკანდალია – ანსუ ფატი პოლიციისგან გაქცეულ ფერადკანიანს შეადარეს
ანსუ ფატიმ ბრწყინვალედ დაიწყო 2020-21 წლების სეზონი – 17 წლის ფეხბურთელმა პრიმერას ოთხ მატჩში სამი გოლი გაიტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ერთი გოლი და ერთი შედეგიანი პასი მიითვალა.
მაგრამ ფატისა და მთლიანად „ბარსელონას“ განწყობა სწრაფად შეიცვალა ვებგვერდ ABC-ზე გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ. ჟურნალისტმა სალვადორ სოსტრესმა საკმაოდ უხეში და მიუღებელი შედარება გამოიყენა.
„მორბენალი ანსუ ფატი ჰგავს ქუჩის ახალგაზრდა შავ მოვაჭრეს, რომელიც პოლიციას გაურბის პასეო-დე-გრასიაზე (პროსპექტი ბარსელონაში). ჯუნგლების ნაწილი ქალაქის ცენტრში. ახლა ასეთი რამ აღარ ხდება, რადგან ბარელონას მერისთვის დამნაშავეები პოლიციელები არიან და არა მანტეროსები (მიგრანტები აფრიკიდან), რომლებსაც აღარ სჭირდებათ გაქცევა“, – დაწერა სოსტრესი.
ABC-ის პოსტი შეუმჩნეველი რჩებოდა, სანამ ის არ აღმოაჩინა ანტუნ გრიზმანმა. „ბარსელონას“ ფრანგმა ფორვარდმა გამოაქვეყნა სკანდალური ნაწილი და აღშფოთდა: „ანსუ – განსაკუთრებული ბიჭია, რომელიც დიდ პატივისცემას იმსახურებს, როგორც ნებისმიერი ადამიანი. არა რასიზმსა და უზრდელობას“.
ბევრი დაეთანხმა გრიზმანს და სოსტრესს დიდი რისხვა დაატყდა სოციალურ ქსელებში. მაგალითად, გარი ლინეკერემა დაწერა: „საზიზღრობაა, თითქოს 50 წლით უკან დავბრუნდით“.
„ბარსელონამაც“, რა თქმა უნდა, ფეხბურთელის მხარე დაიჭირა და სოსტრესის ბოდიშის მიუხედავად, მას სასამართლოში უჩივის.