ბარსელონაში, ოპერის თეატრ „ლისეუში“ პანდემიის შემდეგ პირველი წარმოდგენა გაიმართება, დარბაზში მაყურებელთა ნაცვლად ასობით ქოთნის მცენარე იქნება
ბარსელონაში, ოპერის თეატრ „ლისეუში“ პანდემიის შემდეგ პირველი წარმოდგენა გაიმართება, დარბაზში მაყურებელთა ნაცვლად ასობით ქოთნის მცენარე იქნება

პანდემიის შემდეგ ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ოპერის თეატრ „ლისეუში“ პირველი წარმოდგენა გაიმართება.

ცნობილი ოპერის გახსნასთან დაკავშირებით პირველი წარმოდგენა დღეს უჩვეულო გარემოში გაიმართება. დარბაზში მაყურებელთა ნაცვლად სკამებზე ასობით ქოთნის მცენარე მოათავსეს. წარმოდგენის პირდაპირი ტრანსლიერება ოპერის ვებგვერდზე მოხდება, სადაც მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

2 292 მცენარისგან შემდგარი „აუდიტორიისთვის“ მუსიკოსები პუჩინის „ქრიზანტემებს“ შეასრულებენ.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, წარმოდგენის შემდეგ მცენარეებს ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებს აჩუქებენ.

დატოვე კომენტარი