ბარსელონაში კატალონიის მთავრობის წევრების დაკავება გააპროტესტეს
ბარსელონაში კატალონიის მთავრობის წევრების დაკავება გააპროტესტეს

ბარსელონაში ასობით ათასმა დემონსტრანტმა კატალონიის ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა გათავისუფლება მოითხოვა. ქალაქის ქუჩებში შეკრებილმა ათასობით აქტივისტმა მობილური ტელეფონის ეკრანი სიმბოლურად ერთდროულად გაანათა. მომიტინგეები რვა ყოფილი მინისტრის და ორი აქტივისტის დაკავებას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერით „კატალონია – რესპუბლიკაა“. „პუიჩდემონი პრეზიდენტად“ – სკანდირებდა ზოგიერთი დემონსტრანტი.
როგორც ცნობილია, დღეს ბარსელონაში ჩასვლას ესპანეთის პრემიერ-მინისტრი გეგმავს. მარიანო რახოი კატალონიაში პირველად ჩადის მას შემდეგ, რაც მადრიდმა რეგიონის ავტონომია დროებით გააუქმა. ვარაუდობენ, რომ რახოი ესპანეთის ერთიანობის მომხრეებს სიტყვით მიმართავს.