ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეების მრავალრიცხოვანი დემონსტრაცია გაიმართა
ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეების მრავალრიცხოვანი დემონსტრაცია გაიმართა

ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეების მრავალრიცხოვანი დემონსტრაცია გაიმართა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მსვლელობაში მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

აქცია კატალონიის ნაციონალურ დღეს გაიმართა. დემონსტრანტებმა ესპანეთისგან კატალონიის დამოუკიდებლობა და ყოფილი კატალონიელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტა მოითხოვეს.

კატალონიის ლიდერმა აქციას ხალხის მობილიზაციის ახალი ეტაპის დასაწყისი უწოდა.

რეგიონის დამოუკიდებლობის მომხრეების მორიგი აქცია დაგეგმილია 1-ელ ოქტომბერს – 2017 წლის რეფერენდუმის წლისთავზე, რომლის მონაწილეთა უმრავლესობამ დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი.

ესპანეთის ხელისუფლებამ რეფერენდუმი არალეგიტიმურად გამოაცხადა და მისი შედეგები არ აღიარა.