ბარსელონაში დემონსტრანტებმა ესპანეთის მეფის სურათები დაწვეს
ბარსელონაში დემონსტრანტებმა ესპანეთის მეფის სურათები დაწვეს

ბარსელონაში დემონსტრანტებმა ესპანეთის მეფის სურათები დაწვეს.

„ბიბისის“ ცნობით, ათასობით დემონსტრანტმა კატალონიაში ფელიპე IV-ის ვიზიტი გააპროტესტა.

კატალონიას მეფე არ ჰყავს“, – სკანდირებდნენ მომიტინგეები.

აქციები ბარსელონაში რამდენიმე კვირაა არ წყდება. კატალონიელების ნაწილი ესპანეთის უზენაესი სასამართლოს მიერ სეპარატისტების ლიდერების მიმართ გამოტანილ განაჩენს ეწინააღმდეგება.

ესპანეთის მეფის ვიზიტი ბარსელონაში, ესპანეთში დაგეგმილ ვადამდელ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შედგა. ფელიპე IV კატალონიას მეუღლესთან, დედოფალ ლეტიციასთან და ორ ქალიშვილთან ერთად ეწვია.

მეფის ოჯახმა ახალგაზრდა მეწარმეების დაჯილდოების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა, სადაც სიტყვით გამოვიდა ესპანეთის ტახტის მემკვიდრე პრინცესა ლეონორი.

„ამ მიწას, კატალონიას, ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება ჩემს გულში“, – განაცხადა პრინცესამ ცერემონიალზე გამოსვლისას. აღსანიშნავია, რომ მან ეს ფრაზა ესპანურ და კატალონიური ენაზე წარმოთქვა.

დარბაზთან, სადაც დაჯილდოება იმართებოდა, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული იყო.