ბარსელონაში 2017 წლის 17 აგვისტოს ტერაქტის შედეგად გარდაცვლილებს იხსენებენ
ბარსელონაში 2017 წლის 17 აგვისტოს ტერაქტის შედეგად გარდაცვლილებს იხსენებენ

ბარსელონაში 2017 წლის 17 აგვისტოს ტერაქტის შედეგად გარდაცვლილებს იხსენებენ.

ბარსელონას ცენტრში მდებარე რამბლას ბულვარზე მოქალაქეებს ყვავილები მიაქვთ. კატალონიის მოედანზე სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა, რომელსაც ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი და ესპანეთის მეფე ფელიპე დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ დაუდგენელმა პირებმა მეფე ფელიპეს ვიზიტისთვის ბარსელონას ცენტრში პლაკატი გამოფინეს წარწერით „ესპანეთის მეფე არ არის სასურველი სტუმარი კატალონიაში“.

ზუსტად ერთი წლის წინ, ბარსელონას ცენტრში, პოპულარულ რამბლას მოედანზე ფურგონი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა. მოგვიანებით, რამდენიმე საათში ბარსელონას მახლობლად მდებარე საკურორტო ქალაქ კამბრილსში მანქანა ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმაში ეჭვმიტანილი ექვსი პირი პოლიციამ მოკლა, ასევე დააკავეს რამდენიმე ადამიანი.

თავდასხმები ესპანეთში ყველაზე მასშტაბური იყო მადრიდში, 2004 წელს განხორციელებული ტერაქტის შემდეგ.