„ბარსელონაში" მე-11 ნომრით აღარავინ ითამაშებს
„ბარსელონაში" მე-11 ნომრით აღარავინ ითამაშებს

ესპანური საკალათბურთო კლუბი “ბარსელონა” ხმარებიდან ამოიღებს მე-11 ნომერს, რომლითაც 20 წლის განმავლობაში თამაშობდა მცველი ხუან კარლოს ნავარო, – ამის შესახებ ინფორმაციას Radio Catalonia ავრცელებს.

საზეიმო ცერემონია 30 სექტემბერს, “ბარსელონასა” და “გრან კანარიას” მატჩის დროს შედგება.

“ბარსელონაში” გატარებული 20 წლის გარდა, ნავარომ ერთი სეზონი NBA-ში, კლუბ “მემფისის” რიგებში ითამაშა. ის არის ევროლიგის ორგზის ჩემპიონი და ესპანეთის რვაგზის ჩემპიონი.

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი და ორჯერ – ევროპის ჩემპიონატი.