პორტუგალიის ნაკრებისა და „ლილის“ ნახევარმცველმა რენატო სანჩესმა, შესაძლოა, კარიერა ესპანეთის ლა ლიგაში გააგრძელოს.
ესპანური პრესის ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელის შეძენა სურს „ბარსელონას“, თუმცა არ შეუძლია 35 მილიონი ევროს გადახდა, რომელსაც ფრანგული კლუბი ითხოვს. ამიტომაც, კატალონელები აპირებენ პორტუგალიელის იჯარას გამოსყიდვის უფლებით.
იტყობინებიან, რომ სანჩესის მიმართ ინეტერსს ასევე „ლივერპული“ იჩენს.
რენატო „ლილში“ 2019 წლის ზაფხულიდან თამაშობს და კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს. გასულ სეზონში მან 29 მატჩში ერთი გოლი და ოთხი შედეგიანი პასი მიითვალა.