„რომამ“ რენატო სანჩესი იჯარით აიყვანა #1TVSPORT
„რომამ“ რენატო სანჩესი იჯარით აიყვანა #1TVSPORT

„რომამ“ ოფიციალურად გამოაცხადა „პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველის, რენატო სანჩესის გადაბირების შესახებ.

25 წლის პორტუგალიელი იტალიურ კლუბს იჯარის წესით ერთი სეზონით შეუერთდა, რის შემდეგაც „რომას“ ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება.

2022-23 წლების სეზონში სანჩესმა 27 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. კარიერის განმავლობაში მას უთამაშია „ბენფიკაში“, „ბაიერნში“, „სუონსისა“ და „ლილში“.