„ბარსელონას“ პრეზიდენტის ჟოან ლაპორტას ვაჟი გილემ ლაპორტა მადრიდში დააპატიმრეს, – წერს ინტერნეტ-გამოცემა 20minutos.es.
წყაროს ცნობით, გილემ ლაპორტა მადრიდის ერთ-ერთ რესტორანში დააპატიმრეს თავის თანხმლებ ქალთან კონფლიქტის გამო. იტყობინებიან, რომ უმცროსი ლაპორტა ემუქრებოდა თავის პარტნიორს ათობით ადამიანის თანდასწრებით, რომლებიც რესტორანში სადილობდნენ.
როცა დანიშნულების ადგილას პოლიცია მივიდა, გილემ ლაპორტა სამართალდამცავების წინაშე აგრესიულად იქცეოდა და დაკავებას ეწინააღმდეგებოდა. მას ბრალად წაუყენებენ უხეშ მოპყრობას და უახლოეს დღეებში წარსდგება სასამართლოს წინაშე.