„ბარსელონას“ პრეზიდენტი – სეტიენი გათავისუფლებულია

10:13, 17.08.2020

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა დაკარგა პოსტი „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის წაგების (2:8) შემდეგ.

კატალონური კლუბის პრეზიდენტმა, ხოსეპ ბარტომეუმ ინტერვიუში ჭორი ასეთი ფრაზით დაადასტურა – „სეტიენი გათავისუფლებულია“.

61 წლის სპეციალისტმა „ბარსელონაში“ ნახევარ წელიწადზე მეტი იმუშავა – ის კლუბს სათავეში 2020 წლის იანვარში ჩაუდგა.

სეტიენის ხელმძღვანელობით „ბარსელონა“ 2019/20 წლებში უტიტულოდ დარჩა.

მსგავსი