„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ გუნდის ნახევარმცველის ფრენკი დე იონგის მომავალზე ილაპარაკა. ნიდერლანდელ ფეხბურთელს „მანჩესტერ იუნაიტედში“ უწინასწარმეტყველებენ გადასვლას.
„არის რამდენიმე კლუბი, რომელიც დაინტერესებულია დე იონგის შეძენით, არა მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედი“. მაგრამ არ ვაპირებთ მის გაყიდვას. თავად მასაც სურს დარჩენა.
ყველა ექსპერტს ფრენკი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად მიაჩნია. ბედნიერები ვართ, რომ ის ჩვენთანაა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ფრენკი გუნდში დარჩეს. მაგრამ გვაქვს პრობლემები ხელფასების დონესთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს“, – განაცხადა ლაპორტამ.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ დე იონგის ტრანსფერის შეთანხმება „მანჩესტერ იუნაიტედში“ დასკვნით ეტაპზეა.