„ბარსელონას“ ძირითადი შემადგენლობა 5 მილიარდზე მეტი ღირს
„ბარსელონას“ ძირითადი შემადგენლობა 5 მილიარდზე მეტი ღირს

„ბარსელონას“ სასტარტო შემადგენლობის 11 ფეხბურთელის საერთო გამოსასყიდმა თანხამ ხუთ მილიარდ ევროს გადააჭარბა, – ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გუნდმა ანტუან გრიზმანი შეიძინა და მას კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 800 მილიონი ევრო ჩაუწერა. ამ მაჩვენებლით, ფრანგი ლიონელ მესიზე მაღლა დგას.

მეკარე მარკ-ანდრე ტერ-შტეგენს კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად უწერია 180 მილიონი ევრო. შემდეგ მოდიან: სერხი რობერტო – 500 მილიონი, ჟერარ პიკე – 500 მილიონი, სამუელ უმტიტი – 500 მილიონი, ჟორდი ალბა – 500 მილიონი, სერხიო ბუსკეტსი – 500 მილიონი, ფრენკი დე იონგი – 400 მილიონი, არტური – 400 მილიონი, ფილიპე კოუტინიო – 400 მილიონი, ლიონელ მესი – 700 მილიონი და ანტუან გრიზმანი – 800 მილიონი.

საკუთარ ფეხბურთელთა გამოსასყიდი თანხის გაზრდა „ბარსელონამ“ მას შემდეგ დაიწყო, რაც 2017 წელს, „პარი სენ-ჟერმენმა“ 222 მილიონი ევრო გადაიხადა ნეიმარში.

დატოვე კომენტარი