„ბარსელონა“ და „რეალი“ ლეგენდების მატჩს გამართავენ იაპონიაში. შეხვედრა 15 დეკემბერს ტოკიოში, „აძინომოტოს“ სტადიონზე გაიმართება, – წერს კატალონური კლუბის ვებგვერდი.
„ბარსელონას“ შემადგენლობაში ითამაშებენ ჩავი, ანდრეს ინიესტა, რაფაელ მარკესი, ხავიერ მასკერანო, რივალდო, ბოიან კრკიჩი, ხავიერ სავიოლა, ლუდოვიკ ჟიული, ადრიანი, გაისკა მენდიეტა და სხვები.
კატალონელთა მწვრთნელი იქნება ალბერტ ფერერი.