„ბარსელონას“ ამრაბატის სანაცვლოდ 20-25 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს #1TVSPORT
„ბარსელონას“ ამრაბატის სანაცვლოდ 20-25 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს #1TVSPORT

„ფიორენტინამ“ გამოაცხადა ნახევარმცველ სოფიან ამრაბატის ფასი. ფეხბურთელით „ბარსელონა“ ინტერესდება.

ფლორენციული კლუბი ზაფხულში აპირებს 20-25 მილიონი ევრო მიიღოს მაროკოს ნაკრების 26 წლის ნახევარმცველში, – იტყობინება გამოცემა Relevo-ს ჟურნალისტი ტონი ხუანმარტი.

ამრაბატის ხელშეკრულება „ფიორენტინასთან“ 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში, მაგრამ კონტრაქტში არის ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტი.

იტალიური გუნდის ხელმძღვანელობამ აცნობა მაროკოელს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ხელს შეუწყობს მის „“ბარსელონაში“ გადასვლას.

ამ სეზონში ამრაბატმა 45 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და 15-ჯერ მიიღო ყვითელი ბარათი.