„ბარსელონამ" „ვილიარეალი" 5:1 გაანადგურა
„ბარსელონამ" „ვილიარეალი" 5:1 გაანადგურა

ესპანეთის ჩემპიონატის გამოტოვებულ მატჩში “ბარსელონამ” 5:1 გაანადგურა “ვილიარეალი” და ისევ დაუმარცხებელია ამ სეზონში.

მე-11 და მე-16 წუთებზე ფილიპე კოუტინიომ და პაულინიომ ორი გოლი გაუტანეს სტუმარს, რის შემდეგაც ლიონელ მესიმ სეზონში 34-ე გოლი შეაგდო და “ოქროს ბუცისთვის” ბრძოლაში უპირატესობა გაიმყარა. არგენტინელის უახლოეს მდევარს მოჰამედ სალაჰს 31 გოლი დაუგროვდა.

პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში 3:0 იყო. მეორე ნახევარში ნიკოლა სანსონემ ერთი ბურთი გაქვითა, რასაც ბოლო წუთებზე უსმან დემბელეს დუბლი მოჰყვა და კატალონელებმა 5:1 მოიგეს.

36 მატჩის შემდეგ, “ბარსელონას” 90 ქულა და 94 გატანილი გოლი აქვს.