„ბარსელონამ“ „ვალენსიადან“ სოლერის ტრანსფერი შეათანხმა და ფრენკი დე იონგის გაყიდვა გადაწყვიტა #1TVSPORT
„ბარსელონამ“ „ვალენსიადან“ სოლერის ტრანსფერი შეათანხმა და ფრენკი დე იონგის გაყიდვა გადაწყვიტა #1TVSPORT

„ბარსელონა“ ნახევარმცველ ფრენკი დე იონგის ნაცვლად „ვალენსიადან“ კარლოს სოლერის შეძენას აპირებს.

როგორც გაზეთი AS ამტკიცებს, კლუბებმა უკვე შეათანხმეს 25 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი, რომლის ღირებულება 20 მილიონი ევრო იქნება. ასევე შეთანხმებულია ესპანელთან პირადი კონტრაქტის დეტალები. „ბარსას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ თანხმობა მისცა კლუბის დირექტორს მატეუ ალემანის გარიგების განხორციელებაზე.

სოლერმა მიმდინარე სეზონში 34 მატჩი ჩაატარა „ვალენსიას“ შემადგენლობაში, 12 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

სოლერთან მოლაპარაკების შემდეგ, „ბარსელონამ“ გადაწყვიტა ფრენკი დე იონგთან გამოთხოვება, რომლის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენენ „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ბაიერნი“ და პრემიერლიგის რამდენიმე კლუბი. „ბარსელონა“ 24 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 70 მილიონი ევროს მიღებას ვარაუდობს. კატალონურ კლუბში მიაჩნიათ, რომ დე იონგს ლიდერის თვისებები აკლია.