„ბარსელონამ“ უარი თქვა დიბალას ტრანსფერზე - ჩავიმ არგენტინელს გადაფასებული უწოდა #1TVSPORT
„ბარსელონამ“ უარი თქვა დიბალას ტრანსფერზე - ჩავიმ არგენტინელს გადაფასებული უწოდა #1TVSPORT

„ბარსელონა“ არ აპირებს კონტრაქტის გაფორმებას „იუვენტუსის“ არგენტინელ ფორვარდთან პაულო დიბალასთან, – იტყობინება გაზეთი El nacional.

აღნიშნავენ, რომ კატალონური გუნდი და პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა დაინტერესებულნი იყვნენ ფეხბურთელის შეძენით, რომელსაც ამა წლის ზაფხულში ეწურება კონტრაქტი ტურინულ კლუბთან. მაგრამ ამ ტრანსფერს ვეტო პირადად დაადო „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ. მან არგენტინელს გადაფასებული ფეხბურთელი უწოდა.

ამ სეზონში დიბალამ სერია A-ში 21 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა. ცოტა ხნის წინ, „იუვენტუსმა“ გამოაცხადა, რომ არ გააგრძელებს კონტრაქტს არგენტინელთან და მას ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვებს.

დატოვე კომენტარი