ბარსელონა ინტერესს გამოხატავს მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდ მარკუს რეშფორდის შეძენით, – წერს ესპანური პრესა.
როგორც მუნდო დეპორტივო იტყობინება, ბარსელონაში ინგლისელ ფეხბურთელს შორეულ პერსპექტივაში ლუის სუარესის შემცვლელად განიხილავენ. კლუბის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ 32 წლის ურუგვაელმა უკვე გაიარა თავისი კარიერის მწვერვალი და მას მალე დასჭირდება შემცვლელი.
სხვა კანდიდატებს შორის არიან სერბი ლუკა იოვიჩი და ფრანგი ანტუან გრიზმანი. ამასთან, მითითებულია, რომ კატალონური კლუბის წარმომადგენლებს ძალიან მოსწონთ ინგლისელი ფეხბურთელის თამაში.
21 წლის რეშფორდმა ამ სეზონში 38 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 12 გოლი გაიტანა და ცხრა საგოლე პასი გააკეთა. მას იუნაიტედთან 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს კონტრაქტი.