„ბარსელონამ“ „რეალი“ 3:1 დაამარცხა და ესპანეთის სუპერთასი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
საუდის არაბეთში გაიმართა ესპანეთის სუპერთასის ფინალი, რომელშიც „ბარსელონამ“ 3:1 მოუგო „რეალს“.
33-ე წუთზე ანგარიში გავიმ გახსნა რობერტ ლევანდოვსკის პასით. 45-ე წუთზე პოლონელმა თავად გაიტანა გავის გადაცემით. ამ უკანასკნელმა 69-ე წუთზე პედრისაც გაატანინა და ანგარიში 3:0 გახდა. ერთადერთი გოლი „რეალმა“ 93-ე წუთზე გაიტანა – თავი გამოიჩინა ქარიმ ბენზემამ, რომლისთვისაც ეს იყო მე-400 გოლი საკლუბო დონეზე.
ფაქტები
* კარლო ანჩელოტის გუნდმა პირველად წააგო ფინალი 2010 წლის შემდეგ. 13 წლის განმავლობაში იტალიელი სპეციალისტის მიერ გაწვრთნილმა გუნდებმა ზედიზედ მოიგეს ინგლისის თასი, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა (ორჯერ), ევროპის სუპერთასი (ორჯერ), კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი, გერმანიის სუპერთასი (ორჯერ) და ესპანეთის სუპერთასი.
* ჩავიმ მეორედ მოიგო კლასიკო „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის რანგში.
* „ბარსელონამ“ ესპანეთის სუპერთასი მეთოთხმეტედ მოიგო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. „რეალს“ ამ ტურნირზე 12 მოგება აქვს.
* „ბარსელონამ“ თავის ისტორიაში 66-ე ტიტული მოიგო.
* ჩავიმ პირველი ტიტული მოიგო „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის რანგში. მოთამაშის სტატუსით მას 27 ტიტული აქვს კატალონურ გრანდში.
* რობერტ ლევანდოვსკის „ბარსელონაში“ ჩატარებულ 22 ოფიციალურ მატჩში 25 ქულა (20 გოლი+5 პასი) აქვს.
* „რეალმა“ პირველი ზუსტი დარტყმა მატჩში 70-ე წუთზე შეასრულა.