„ბარსელონამ“ რაბიოსთან კონტრაქტი შეათანხმა
„ბარსელონამ“ რაბიოსთან კონტრაქტი შეათანხმა

„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველი ადრიენ რაბიო შესაძლოა, „ბარსელონაში“ გადავიდეს სათამაშოდ.

Sport.es-ის ინფორმაციით, კატალონელთა სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი პარიზში იმყოფებოდა, სადაც რაბიოს დედას შეხვდა, რომელიც ფეხბურთელის აგენტიცაა.

მხარეებმა შეძლეს ფრანგი ნახევარმცველის კონტრაქტის პირობების შეთანხმება. რაბიოს ხელფასი “ბარსელონაში” წელიწადში 7 მილიონი ევრო იქნება, ხელშეკრულების ვადა – 5 წელი.
ნახევარმცველის განსაკუთრებული მოთხოვნა იყო – “ბარსელონაში” შეტევასთან ახლოს თამაში.

რაბიოს მიაჩნია, რომ ვერ შეძლებს თავისი საუკეთესო თვისებების გამოვლენას საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე.
ახლა,”ბარსელონას” მოუწევს რაბიოს ტრანსფერის შეთანხმება “პარი სენ-ჟერმენთან“.