„ბარსელონამ“ მესის გარეშე პირველი მატჩი ბრეიტვეიტის დუბლით მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანური ლა ლიგას ახალი სეზონის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგაა – როგორ ითამაშებს ლიონელ მესის წასვლის შემდეგ „ბარსელონა“. ამ მხრივ საინტერესო იყო პირველი ტურის მატჩი „სოსიედადის“ წინააღმდეგ.
სასტარტოში დაიწყეს შეხვედრა ახალწვეულებმა – მემფის დეპაიმ და ერიკ გარსიამ. ნიდერლანდელმა უკვე მე-19 წუთზე შეასრულა საგოლე პასი, როცა ჯარიმიდან პიკეს გაატანინა. პიკესთვის ეს 50-ე გოლი „ბარსელონას“ შემადგენლობაში.
თუმცა, თამაშის გმირი არა ის, არამედ დანიელი მარტინ ბრეიტუეიტი გახდა, რომელმაც პირველი ტაიმის ბოლოს გაზარდა უპირატესობა, 59-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა.
მატჩის ბოლოს „სოსიედადი“ გამოფხიზლდა: ჯერ გაიტანა შეცვლაზე შესულმა ლობეტემ, ორ წუთში კი ოიარსაბალმა ცაციათი შეაგდო საჯარიმო. მაგრამ კომპენსირებულ დროში სერხი რობერტომ დაამშვიდა „ბარსელონა“ როცა იმავე ბრეიტვეიტის პასი გამოიყენა.
„ბარსელონას“ 1939 წლის შემდეგ არ წაუგია ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი საკუთარ მოედანზე, ბოლო ცხრა ასეთი მატჩი კი ზედიზედ აქვს მოგებული.