„ბარსელონამ“ ხუთ წელიწადში მილიარდზე მეტი დახარჯა
„ბარსელონამ“ ხუთ წელიწადში მილიარდზე მეტი დახარჯა

„ბარსელონამ“ ბოლო ხუთ წელიწადში ევროპულ კლუბებს შორის ყველაზე მეტი თანხა დახარჯა ტრანსფერებზე. როგორც ჰოლანდიური გამოცემა „ფუტბოლ ინტერნაციონალი“ (Voetbal International) ამტკიცებს, კატალონელებმა საერთო ჯამში 1.08 მილიარდი ევრო დახარჯეს.

ანტუან გრიზმანი გახდა მეხუთე ფეხბურთელი 2014 წლის შემდეგ, რომელშიც „ბარსელონამ“ 60 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადა. ამ ზაფხულს კატალონელებმა უკვე 233 მილიონი დახარჯეს.

მეორე ადგილზე ამ რეიტინგში „მანჩესტერ სიტია“ (996 მილიონი), მესამეზე – „მანჩესტერ იუნაიტედი“ (890 მილიონი). „ჩელსიმ“ დახარჯა 875 მილიონი, „იუვენტუსი“ ლიდერი გახდა დანახარჯებით იტალიაში – 868 მილიონი.

„იუვენტუსის“ შემდეგ მოდიან „ატლეტიკო“ (800 მლნ), „პარი სენ-ჟერმენი“ (773 მლნ), „რეალი მადრიდი“ (755 მლნ), „ლივერპული“ (714 მლნ) და „რომა“ (586 მლნ).