„ბარსელონამ“ ჩავის iPad-ისა და iPhone-ის დაბრუნება მოსთხოვა #1TVSPORT
„ბარსელონამ“ ჩავის iPad-ისა და iPhone-ის დაბრუნება მოსთხოვა #1TVSPORT

„ბარსელონამ“ თავის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ჩავის კლუბის მიერ გაცემული Apple-ის წარმოების გაჯეტების დაბრუნება მოსთხოვა.

როგორც გამოცემა Barca Universal-ი ჟურნალისტ ჟოან ფონტესზე დაყრდნობით წერს, ურთიერთობა კატალონურ კლუბსა და მის ყოფილ მოთამაშესა და მთავარ მწვრთნელს შორის საბოლოოდ გაფუჭდა.

„ბარსელონამ“ ჩავის სამწვრთნელო ჯგუფისგან მოითხოვა კლუბის მიერ გაცემული iPad-ისა და iPhone-ის დაბრუნება.

ესპანელი სპეციალისტი „ბარსელონადან“ გასული სეზონის შემდეგ დაითხოვეს. ჩავი მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჰანსი ფლიკმა შეცვალა.